вторник, 2 декабря 2008 г.


საქართველოში მეფუტკრეობის სიძველესა და ფუტკრის ოჯახის სიმრავლეზე მიუთითებს ძვ.წ. IVს, ბერძენი ისტორიკოსის და მხედართმთავრის ქსენოფონტეს წერილობითი წყაროები. საქართველოში არსებობდა მეფუტკრეობის სამი ფორმა: 1)ტყიური, 2) ნხევრად შინაური და 3) შინაური.
ტყიური მეფუტკრეობის უმარტივესი წესი იყო ,,კლდის ფუტკრის” ნაყოფის მოპოვება, რაც საქართველოს მრავალ კუთხეში წარმოადგენდა თაფლისა და ცვილის მიღების მნიშვნელოვან და მუდმივ წყაროს. თაფლისა და ცვილის მოპოვების ერთ-ერთი გავრცელებული ხერხი იყო ,,ხე-ფუტკარზე" ნადირობა, რომელიც მიზნად ისახავდა ტყიური ფუტკრის ან მისი ნაყოფის მოპოვებას. ამ შემთხვევაში ფუტკრის ოჯახის შენარჩუნებაზე არ ზრუნავდნენ.მას სკის გატეხა, დაშრეტა ან გაქრობა -დანელება ეწოდებოდა.
ტყიური მეფუტკრეობის უფრო გაიშვიათებული სახე ფუტკრის ოჯახის შინ წამოყვანა იყო, რაც ფუტკრის პროდუქტების რეგულარულად მოხმარებას ისახავდა მიზნად .
გურიასა და აჭარაში არსებობდა მეფუტკრეობის ისეთი ფორმაც, როცა ფუტკრის სისტემატიური ექსპლუატაცია ხდებოდა ტყეშივე, ხელოვნურ გეჯებში.
მეფუტკრეობის ყველაზე გავრცელებული ფორმა საქართველოში შინაური მეფუტკრეობა იყო, რომელიც გულისხმობდა ხელოვნურ გეჯას, საგანგებოდ გაწყობილ საფუტკრეს.
მეფუტკრეობის ისტორიაში განარჩევენ სამ პერიოდს:1) ველურ ფუტკარზე ნადირობის; 2) პრიმიტიულ მეხურ-გეჯური მეფუტკრების; 3) კულტურული მეფუტკრეობის.
XIX-ის 90-იან წლებში თბილისში დაარსდა ამიერკავკასიის მეაბრეშუმეობისა და მეფუტკრეობის საცდელი სადგური.
უნდა აღინიშნოს პირველი ქართველი მწიგნობარი მეფუტკრის ა. წულაძის დამსახურება, რომელმაც 1910წ. დაწერა პირველი ქართული სახელმძღვანელო მაფუტკრეობაზე.
საქართველოში მეფუტკრეობას აქვს სანაშენე, სადამტვერვო და პროდუქტიული მიმართულება. სანაშენე მიმართულების საფუტკრეებია დასავლეთ საქართველოში (სამეგრელო, გურია, აფხაზეთი), სათაფლე პროდუქტიული-ძირითადად კახეთსა და მესხეთ ჯავახეთში , ხოლო სადამტვერვო -ქართლის რაიონებში.
მეფუტკრეობის მეცნიერულ დარგად ჩამოყალიბებას ხელი შეუწყო რუსი მეფუტკრის პ.პროკოპოვიჩის მიერ ჩარჩოიანი სკისა(1814წ) და ჩეხი მეფუტკრის ფ. გრუშკას მიერ თაფლსაწურის გამოგონებამ.

1 комментарий:

maia baramidze комментирует...

saintereso da lamazi blogia mari, didi madloba.